Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Koszalin University of Technology - KUT) (კოშალინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს დამატებით კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 20.02.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 25 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 27 თებერვლამდე.

კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური პერსონალის მობილობა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2025 წლის 9-13 ივნისს, როდესაც კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური ტრადიციული საერთაშორისო პრაქტიკული სემინარებისა და ვორქშოპების სერია. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტროინჟინერია, მექატრონიკა და შესაბამისი ინტერდისციპლინარული მიმართულებები.
24/01/2025

სიახლეებში დაბრუნება