ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (თანამშრომლებისთვის)
ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Life Sciences in Lublin - ULSL) (ლუბლინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 02.02.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 5 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 11 თებერვლამდე.
ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის, პრაქტიკული ინფორმაცია, იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში. მობილობა უნდა განხორციელდეს 2025 წლის 31 ივლისამდე. პრიორიტეტი მიენიჭება აკადემიურ მობილობას.
სტუ-ს მხრიდან ნომინირებულმა თანამშრომელმა პროექტის კოორდინატორ უნივერსიტეტში დამატებით უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები მობილობამდე და მობილობის შემდეგ, როგორც აკადემიურმა პერსონალმა, ისე ადმინისტრაციულმა.
აკადემიური მიმართულება: ინჟინერია, ბიზნესადმინისტრირება, აგროკულტურა.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.