ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის II სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)

სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი (Sivas Cumhuriyet University) (სივასი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 02.02.2025.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 5 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 11 თებერვლამდე.

კონკურსში მომაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 27 იანვრიდან 10 თებერვლამდე პარალელურად უნდა გაიარონ ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 2 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში. კოორდინატორი უნივერსიტეტის მოთხოვნით, აპლიკანტი უნდა ფლობდეს აკადემიური დოქტორის აკადემიურ ხარისხს. შერჩეულმა აპლიკანტმა მობილობა უნდა განახორციელოს და მონაწილეობა უნდა მიიღოს მიმდინარე წლის 12-16 მაისს დაგეგმილ თანამშრომელთა VI საერთაშორისო კვირეულში.

აკადემიური მიმართულება: ინჟინერია, საბუნებისმეტყველო სპეციალობები, კომუნიკაცია, ეკონომიკა, ბიზნესადმინისტრირება, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი.
17/01/2025

სიახლეებში დაბრუნება