გაცვლითი პროგრამა ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტში - 2025-2026 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ჰრადეც კრალოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (University of Hradec Králové - UHK) (ჰრადეც კრალოვე, ჩეხეთის რესპუბლიკა) სტუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს უფასო კურსებზე მობილობას, 2025/2026 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

მობილობა არ ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას, თუმცა სასწავლო პროგრამა უფასოა და კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-სთვის გათვალისწინებულია კვოტა 2 სტუდენტის ოდენობით.

სემესტრი დაიწყება 2025 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში და დასრულდება 2026 წლის იანვრის ბოლოს.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:

• არქეოლოგია
• საარქივო მეცნიერება
• ისტორია
• პოლიტიკური მეცნიერებები
• სოციოლოგია
• სოციალური მუშაობა

სტუდენტს შეუძლია, დაბინავდეს საერთო საცხოვრებელში (დაახლ.160 დოლარი თვეში). ჰრადეც კრალოვეში ყოველთვიური ხარჯი, საცხოვრებლის ჩათვლით, შეადგენს დაახლ. 350-550 დოლარს თვეში. 
დამატებითი ინფორმაცია და გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის ჰრადეც კრალოვის ფილოსოფიის ფაკულტეტზე მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში კონკურსის პირობებით გათვალისწინებული სააპლიკაციო განაცხადები უნდა წარადგინონ შემდეგ ვადებში, ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge:

02.02.2025 - აპლიკანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ტესტირების გავლას უცხოურ ენაში,  
05.02.2025 - აპლიკანტებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ინგლისური ენის სერტიფიკატი (კონკურსის პირობებით გათვალისწინებული)

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 5 თებერვლამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2025 წლის 11 თებერვლამდე.

საკონტაქტო პირი:
ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)
კოორდინატორი უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისი
ელ.ფოსტა: tomas.hercik@uhk.cz
17/01/2025

სიახლეებში დაბრუნება