საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტი (
Ludovika University of Public Service – LUPS) (ბუდაპეშტი, უნგრეთი) აცხადებს განცხადებების მიღებას მოწვეული ლექტორების საერთაშორისო პროგრამაზე (Ludovika Scholars Program for guest lecturers and researchers), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლექტორებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის, 2024-25 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
პროგრამა მიზნად ისახავს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შორის მოსაზრებათა გაცვლის უზრუნველყოფას, მოწვეული ლექტორებისათვის მიმღები უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომების გაცნობას და პარტნიორებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას.
წარმატებულ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში წაიკითხონ საჯარო ლექციები, მონაწილეობა მიიღონ სემინარებში და მიმღები ფაკულტეტის ან კვლევითი ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ პროფესიულ დისკუსიებში, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და მომავალში ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის პროგრამების (double-degree) შემუშავებას, ასევე, ერთობლივი კვლევისა და პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობას.
სააპლიკაციო განაცხადებების ატვირთვის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 იანვარი.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის აღწერილობისა და კრიტერიუმების შესახებ იხილეთ
აქ.
კონტაქტისთვის:
ელ.ფოსტა:
ludovika.scholars@uni-nke.hu