Erasmus+ ანგარიში - სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელთა აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობა ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში
2024 წლის 25-29 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფ. ნინო ჩხარტიშვილი და ასისტ. პროფ. თამარ საჩანელი, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები მარიკა ზვიადაძე და მარგალიტა სეროპიანი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ ესტერჰაზი კაროის სახელობის კათოლიკურ უნივერსიტეტში (Eszterházy Károly Catholic University - EKCU) (ეგერი, უნგრეთი). იხილეთ პროფ. ნინო ჩხარტიშვილის მიერ წარმოდგენილი მობილობის ანგარიში:
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენაეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი ერასმუს“+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 25 მარტიდან - 29 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა უნგრეთში, კერძოდ ეგერში, ესტერჰაზ ესტერჰაზ კაროლის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
მობილობის ფარგლებში მას დაგეგმილი ჰქონდა არამარტო აკადემიური საათების ჩატარება, არამედ მევენახეობა-მეღვინეობის ადმინისტრაციულ რგოლთან შეხვედრა.
• ვიზიტის მიზნებს წარმოადგენდა:
• საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ინფორმაციის გაზიარება;
• საქართველოს როგორც ვაზისა და ღვინის ქვეყნის გაცნობა;
• სტუდენტების გაცვლიტი პროგრამების ამოქმედება;
• დარგობრივი ერთობლივი პროექტების, მათ შორის კვლევითი წამოწყება;
მობილობის პერიოდში განხორციელდა შეხვედრები, როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური კუთხით.
დღეს, ესტერჰაზი კაროლის კათოლიკური უნივერსიტეტი სთავაზობს საგანამანთლებლო პროგრამებს ხუთ ფაკულტეტზე: ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა, ინფორმატიკის, პედაგოგიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზებზე.
ადმინისტრაციული კუთხით შეხვედრის მსვლელობისას მოხდა ინფორმაციული მასალების გაცვლა-გაზიარება და დაისახა სამომავლოდ ქართველი და უნგრელი სტუდენტების გაცვლითი გეგმები. სურსათის, ღვინის კვლევისა და განვითარების ცენტრში კონკრეტულად შეხვედრაზე საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივ თანამშრომლობის წამოწყებას.
აკადემიური კუთხით, მევენახეობისა და მეღვინეობის სკოლაში წარდგენილ იქნა გაცნობითი ხასიათის პრეზენტაცია საქართველოსა და მევენახეობა-მეღვინეობის, ქართული ჯიშებისა და ტრადიციული ტექნოლოგიის შესახებ და ასევე განხორციელდა დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ჩვენება.
დათვალიერებულ იქნა ლაბორატორიები და გაიმართა მსჯელობა ერთობლივი პროექტების მომზადების თაობაზე. ვიზიტის ფარგლებში დათვალიერებულ იქნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, ბიბლიოთეკები, მიღებულ იქნა ინფორმაცია უნივერსიტეტში საგანმანათლბელო პროგრამების თაობაზე;
ოფიციალური შეხვედრის დასასრულს ჩაისახა იდეა - სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, სადაც მესამე მხარე იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პარტნიორი სამთავრობო ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ჩართული იქნება დარგობრივ პროექტებში მათი შემუშავება-განხორციელების დროს.
სალექციო კურსის საკითხვის შემდეგ, გაიმართა დიალოგი კითხვა -პასუხის რეჟიმში".
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.