English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
კვლევები:
ინსტიტუტი ახორციელებს დარგთაშორისი და გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერას. დოქტორანტთა შერჩევა ხდება ინსტიტუტის კვლევითი თემატიკის მიხედვით. შერჩეულ სტუდენტებთან სადისერტაციო თემიდან გამომდინარე, ხორციელდება მეთოდური დახმარება, დარგობრივ ინსტიტუტებში მივლინება, ტრანსფერული უნარების გამომუშავება შემდეგი მიმართულებით: პრეზენტაცია, მოდელირება, გადაწყვეტილების მომზადება, გამოგონების დაპატენტება და პატენტის მართვა; საჯარო-კერძო პარტნიორობა ინოვაციების მართვაში; მეცნიერთა სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა და სხვა.
ინსტიტუტი 2018 წლიდან ჩართულია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ფაკულტეტის საბჭოს მიერ დანტკიცებულია კომპლექსურ კვლევით პროგრამაში: „ტექნოლოგიების და ინოვაციების მართვის პრობლემები საქართველოში“.
პროგრამაში დოქტორანტთა და მაგისტრანტთა მონაწილეობა განისაზღვრება კვლევითი თემატიკის მიხედვით სამიდან- ექვს თვემდე.
კვლევითი მიმართულებები:
1. ინოვაციური სახელმწიფო სერვისები. ტექნოლოგიების მართვა და მათი დანერგვის ხელშეწყობა;
2. ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის იმპლემენტაციის პრობლემები;
3. საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელები (PPP) –პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემო.