21 აპრ

ეროვნული საგანმანათლებლო ინიციატივები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში

მოსაწვევი: ეროვნული საგანმანათლებლო ინიციატივები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში/ Invitation: National Education Initiatives in Accounting and Audit  April 27
20 აპრ

კატარის ავიახაზების უსაფრთხოების ზომები პანდემიის პირობებში

ავიაკომპანია კატარის ავიახაზები  ჩაატარებს ჩვენი უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისათვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრას 21 აპრილს 18:00 საათზე ონლაინ რეჟიმში
20 აპრ

საჯარო ლექციების ციკლი

პროფესორი იოსებ ბაჩიაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე „ეკონომიკა და სამართალი. შესაბამისობის თანამედროვე ტენდენციები“. ჩატარდება 21 აპრილს 12 სთ-ზე.
19 აპრ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს - საუკეთესო “ლოგო” და “სლოგანი”
16 აპრ

კორეის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა

გამოცხადდა კორეის რესპუბლიკის AKS Graduate Fellowship სასტიპენდიო პროგრამა
14 აპრ

გლობალური სტუდენტური ლიგის ფარგლებში დაგეგმილია ონლაინ კონკურსი

ინფორმაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2021 წლის გლობალური სტუდენტური ლიგის ფარგლებში დაგეგმილი ონლაინ კონკურსის შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

აუდიო-ვიდეო ლაბორატორი

აუდიო-ვიდეო ლაბორატორია
 
აუდიო-ვიდეო ლაბორატორიის ძირითადი დანიშნულებაა აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების მიმართულებით სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა.
 
ლაბორატორიას გააჩნია  თანამედროვე ტექნიკური საშუალებები: ციფრული ვიდეოკამერები, კომპიუტერული სამონტაჟო სამუშაო ადგილი, აუდიო-ვიდეო ჩამწერი და საჩვენებელი ტექნიკა (აუდიომიქშერი, პლეერები, ტელევიზორები, მულტიმედია პროექტორი, მინიდივი) და სხვადასხვა აქსესუარები (შტატივი, საყურისი, მიკროფონები და ა.შ.), რათა მაღალ დონეზე ჩატარდეს ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები.
 
 
    
 
 
სასწავლო პროცესის ფარგლებში სტუდენტებს ლაბორანტის დახმარებით შეუძლიათ ლაბორატორიაში არსებული კომპიუტერული სამონტაჟო აპარატურის გამოყენება მათ მიერ გადაღებული (ჩაწერილი) ვიდეო-აუდიო და ფოტო მასალის დასამუშავებლად.
 
ლაბორატორიაში ხორციელდება სტუდენტების ხმების ჩაწერა კომპიუტერში და შემდგომ ჩანაწერების მოსმენა და განხილვა, რაც მათ მეტყველების კულტურის გამომუშავებაში ეხმარება.
 
საეთერო იმიჯის საგნის სწავლების ფარგლებში ხდება სტუდენტთა მიერ საინფორმაციო წამყვანის იმიტაციის ვიდეო გადაღება და შემდგომ მისი ჩვენება. ეს ხელს უწყობს სტუდენტებს ნაკლოვანებების გამოსწორებაში და პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებაში.
 
    
 
ლაბორატორიაში სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ დახმარება ლექციებზე მიღებული დავალებების შესრულებაში (აუდიო-ვიდეო-ფოტო მასალის კომპიუტერში შეტანა, გახმოვანება, მონტაჟი, სლაიდშოუ და სხვ.).
 
სასწავლო პროცესიდან გამომდინარე მიღებული დავალების შესასრულებლად სტუდენტებზე გარკვეული ვადით გაიცემა ლაბორატორიაში არსებული აპარატურა და ტექნიკა, რათა მათ  მიეცეთ  უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ ნატურაზე გადაღების შესაძლებლობა.