15 იან

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი იწყებს წევრების მიღებას

სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის შესაძლებლობაა, მიიღონ გამოცდილება საპარლამენტო საქმიანობაში
13 იან

ინფორმაცია სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები განმეორებით ჩატარდება მიმდინარე წლის 1 თებერვალს, ელექტრონულ (ონლაინ) ფორმატში, შემდეგ ფაკულტეტებზე
28 დეკ

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„მეცნიერება, განათლება, ინოვაცია: აქტუალური საკითხები და თანამედროვე ასპექტები“. 12 თებერვალი, 2021 წელი
26 დეკ

ჩატარდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება

2020 წლის  24 დეკემბერს  ჩატარდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში  მიმდინარე EcoMode    პროექტის „ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელის განვითარების ხელშეწყობა  სტუმართმასპინძლობაში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის” შემაჯამებელი ღონისძიება  
23 დეკ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

2020 წლის 25 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, ელექტრონული ფორმატით. არჩევნებში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს შეუძლიათ თავის ინდივიდუალურ ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული უნიკალური ბმულის მეშვეობით
18 დეკ

ზაარბრუკენის პირველი ონლაინ ლექცია

ჩატარდა პირველი ონლაინ ლექცია საერთაშორისო სტრატეგიულ მენეჯმენტში,  ზაარბრუკენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში
ყველა სიახლის ნახვა

მენეჯერის სამსახური


მენეჯერის სამსახური

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს მენეჯერის სამსახური, რომელიც თავის უფლებამოსილების განხორცილებისას ხელმძღვანელობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებითა და ფაკულტეტის დებულებით.

სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მენეჯმენტის მთავარი ფუნქციების: დაგეგმვის, ორგანიზების, კოორდინირებისა და კონტროლის განხორციელების შესაბამისად.       

მენეჯერი თავისი სამსახურის მეშვეობით ახდენს შრომის ბაზრის მარკეტინგულ და პროგნოზულ-ანალიტიკურ კვლევას, რის საფუძველზეც ადგენს საგანმანათლებლო პროგრამებისადმი წარდგენილ მოთხოვნათა ნუსხას, საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით. ზედამხედველობას უწევს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ფინანსურ და მატერიალურ- ტექნიკურ უზრუნველყოფას. ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესრულების მიზნით, ადგენს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის ყოველწლიურ გეგმას და პასუხისმგებელია მისი შესრულების მიზნობრიობასა და ეფექტურობაზე. დეკანთან და სათათბიროსთან ერთად ადგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს და შესათანხმებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს. პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის შესრულებაზე. კოორდინაციას უწევს სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის, სტაჟირებისა და მათი შემდგომი დასაქმების პროცესს. ახორციელებს დებულებით და უნივერსიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

სამსახურის შემადგენლობა:

მენეჯერი - ზაზა ბუაჩიძე (ტელ: 593 73-73-01)

ელ.ფოსტა: z.buachidze@gtu.ge

მთავარი სპეციალისტი - ლუდმილა კვეკვესკირი (ტელ: 551 59-48-58)

ელ.ფოსტა: l.kvekveskiri@gtu.ge

მთავარი სპეციალისტი - გიორგი ბოცვაძე (ტელ: 551 08-02-35)

ელ.ფოსტა: g.bocvadze@gtu.ge

(მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას 77, მე-6 კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 708)

მენეჯერის სამსახურის Facebook-ის გვერდი