English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოებას შორის, ასევე საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციას შორის, აგრეთვე შპს პრაქტიკული ბუღალტერიის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ბიზნესის ადმინისტრირების (საბაკალავრო და სამაგისტრო) პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ბუღალტერიითა და აუდიტის საკითხებით, საშუალება მიეცემათ სხვადასხვა სამეცნიერო და/ან შემეცნებითი პროექტების ერთობლივად განხორციელებისა.(13.12.2017წ.)
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „თი ელ ჯი“-ს, ასევე შპს „BWG group” -ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რაც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს პროფესიულ განვითარებაში შეუწყობს ხელს.(12.12. 2017წ.)
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს აუდიტორულ ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების (საბაკალავრო და სამაგისტრო) საგანმნათლებლო პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალებამისცემთ გაიარონ პრაქტიკა აუდიტორულ კომპანიაში. (11.12. 2017წ.)
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს უმაღლეს სასწავლებელ „ჯორჯიას“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. (20.11.2017წ.)