საერთაშორისო სტუდენტს

მაგისტრატურა

  • სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი

ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები  -აკრედიტებული

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ნავთობისა და გაზის მოპოვების ტექნოლოგიის მაგისტრი

მიმართულება: საინჟინრო

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური - 5 500 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

სწავლების ენა - რუსული.

პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიებში ღრმა და სისტემური ცოდნა ბუნებრივი ნახშირწყალბადების საბადოების ძებნა - ძიების, ჭაბურღილების ბურღვისა და საბადოების დამუშავების მიმართულებით. განუვითაროს ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებითი სამუშაოების, საბადოს რაციონალური დამუშავების ღონისძიებების, ანალიტიკური და ექსპერიმენტული კვლევების დაგეგმვის და განხორციელების უნარი. გამოუმუშაოს ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ორიგინალური გზების ძიების უნარი უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.


  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

საჯარო მმართველობა -- არააკრედიტებული

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  საჯარო მმართველობის მაგისტრი 

მიმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური - 5 500 ლარი

პროგრამის სტატუსი:  არააკრედიტებული.

სწავლების ენა - რუსული.

პროგრამის მიზანია  მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებსაც საშუალება ექნებათ დასაქმდნენ  საჯარო სამსახურში, ასევე მმართველობითი სფეროს სხვა რგოლებში.  საფუძვლიანად  შეასწავლონ სტუდენტებს მართვის მეთოდოლოგია და მმართველობით სფეროში მეცნიერებისა და პრაქტიკის თანამედროვე მიღწევები.

  • სამშენებლო ფაკულტეტი

წყლის ინჟინერია   - არააკრედიტებული

კვალიფიკაცია: წყლის ინჟინერიის მაგისტრი

მიმართულება:  საინჟინრო

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 12 500  ლარი

პროგრამის სტსტუსი - არააკრედიტებული.

სწავლების ენა - ინგლისური.

პროგრამის მიზანია მოამზადოს  პრაქტიკულ საექსპლუატაციო საქმიანობაზე ორიენტირებული წყლის რესურსების ინჟინერი, რომელიც სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით შეძლებს  წყლის ობიექტების საპროექტო და საექსპლუატაციო საქმიანობის განხორციელებას. გარდა ამისა, შეძლებს წყლის რესურსების მართვის სისტემების დაპროექტებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით დარეგულირების პროცესში რისკ-ფაქტორების გათვალისწინებას. 


  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

ბიოსამედიცინო ინჟინერია -აკრედიტებული

კვალიფიკაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის  მაგისტრი

მიმართულება:  საინჟინრო   

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 12 500  ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

სწავლების ენა - ინგლისური

პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებსაც  ადამიანთა  ჯანმრთელობის დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ექნებათ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და შესაბამისი უნარ-ჩვევები.  კურსდამთავრებულები შეძლებენ სამედიცინო  პროფილის დაწესებულებებში სამედიცინო აპარატურის და სისტემების მუშაობის მართვას, ბიოსამედიცინო სფეროში მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და  ხელის შეწყობას.


  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა

დიზაინი -აკრედიტებული

 კვალიფიკაცია:  ხელოვნების მაგისტრი დიზაინში

მიმართულება: ხელოვნება

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 12 500  ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

სწავლების ენა - ინგლისური

პროგრამის მიზანია თანამედროვე დიზაინის სფეროში არსებული მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა  მისცეს მაგისტრის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც შეძლებენ  პროფესიული ადგილი დაიმკვიდრონ დიზაინის საერთაშორისო ბაზარზე. ამასთანავე,  უზრუნველყოს სტუდენტები დიზაინის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დასაქმებისთვის აუცილებელი სრულყოფილი ცოდნითა და უნარჩვევებით.  იქნება ეს: ინტერიერის, ავეჯის, პროდუქტის, ტრანსპორტის, ვიზუალური კომუნიკაციის დიზაინი თუ სხვა მომიჯნავე პროფესიული განხრები. 


  • აგრარული ტექნოლოგიებისა და ბიოსისტემების ინჟინერგის ფაკულტეტი

მევენახეობა ენოლოგია - აკრედიტებული

კვალიფიკაცია: მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი

მიმართულება:  აგრარული  

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 12 500  ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

სწავლების ენა - ინგლისური.

სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობაში ვაზისა და ღვინის ისტორიული გავრცელება-განვითარების ეტაპები, მსოფლიო მევენახეობის დარგში ვაზის ჯიშურ მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული ვენახის გაშენება-მოვლის დამკვირდებული და თანამედროვე მეთოდების, ვენახში ჩასატარებელი აგროტექნოლოგიური პროცესების სრული ციკლი და მართვის თავისებურებები. მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო რეგულაციებისა და გაიდლაინების გათვალისწინებით მსოფლიო ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში ყურძნის გადამუშავების თანამედროვე, ინოვაციური და ტრადიციული ტექნოლოგიები, დარგის ტენდენციები, მიმდინარე მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური პროცესები, თანამედროვე ანალიზური ტექნიკის გამოყენებით ღვინის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიული კვლევა, კვლევისთვის შესაბამისი მეთოდის შერჩევა და დაგეგმვა; ღვინისა და სასმელების ხარისხისა და სენსორული შეფასების საერთაშორისო მეთოდები და პრაქტიკაში დანერგილი სისტემები, ღვინის დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები და პრევენციული მეთოდები; მსოფლიო ღვინის ტურიზმის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები, ტურისტული პაკეტების, მათ შორის, „ღვინის გზა“ დაგეგმვა-შემუშავება და პოპულარიზაცია მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით. და მოამზადოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე, დარგში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი - შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრი, რომელიც მართავს ღვინის წარმოების სრულ ჯაჭვს ვენახის გაშენებიდან-საბოლოო პროდუქტამდე.


  • აგრარული ტექნოლოგიებისა და ბიოსისტემების ინჟინერგის ფაკულტეტი

აგრონომია - არააკრედიტებული

კვალიფიკაცია: აგრონომიის მაგისტრი

მიმართულება: აგრარული 

პროგრამისმოცულობა: 120 კრედიტი.

პროგრამის საფასური: 12 500  ლარი

პროგრამის სტატუსი: არააკრედიტებული. 

სწავლების ენა- ინგლისური

როგრამის მიზანია - შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად მოამზადოს კვალიფიციური კადრები აგრონომიაში, რომლებიც დააკმაყოფილებენ ქვეყნის ინდუსტრიულ და სოციალურ მოთხოვნებს. სტუდენტს შეასწავლოს დარგის ის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რომელიც აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალისტისათვის, კერძოდ: აგრონომიის თანამედროვე საკითხების დამუშავება; მცენარეთა მოვლა-მოყვანის თანამედროვე მეთოდების გამოყენება; საწარმოო და საბაზრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მცენარეთა ჯიშების სხვადასხვა გზით გაუმჯობესება, გააცნოს თანამედროვე გლობალურ აგრონომიაში გამოყენებული მცენარეთა სახეობები და გენეტიკური რესურსები, რის საშუალებითაც კუსდამთვრებული შეძლებს მოღვაწეობას ლოკალურ და საერთაშორისო დონეზე ხელს შეუწყობს აგრარული დარგის განვითრებას.


  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

ბიზნესის ადმინისტრირება -აკრედიტებული.

კვალიფიკაცია:  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი   

იმართულება:  ბიზნესი და ეკონომიკა

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 12 500  ლარი

პროგრამის სტატუსი:  აკრედიტებული

სწავლების ენა - ინგლისური

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს თეორიულ და პრაქტიკულ კვლევაზე დაფუძნებული  ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც მას გამოუმუშავებს ეფექტიანი მართვისა და ოპტიმალური მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების უნარებს.