კვალიფიკაცია : მშენებლობის ინჟინერიის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული
სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს მდგრადი მშენებლობის სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მქონე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი მშენებლობის ინჟინერიის დარგში.
1: შესძინოს კურსდამთავრებულებს ტექნიკური, საინჟინრო, მართვითი და ლიდერის უნარები, საჯარო, კომერციული, საცხოვრებელი და/ან ინდუსტრიული სტრუქტურების (ასევე მათი აღჭურვის) მონტაჟის, აგებისა და მათი შენარჩუნების ტექნოლოგიების ახალი სტრატეგიული მიდგომებით წარმართვისთვის;
2: შესძინოს კურსდამთავრებულებს თანამედროვე მიღწევებზე დამყარებული ცოდნა უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით სამშენებლო ინდუსტრიის შეცვლისა და განვითარებისათვის, მშენებლობის მდგრადობის სავალდებულო მიზნებისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების პრინციპების დაცვით;
3: შესძინოს კურსდამთავრებულებს შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დამოუკიდებლად წარმართვის მყარი საფუძველი.
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული.
კვალიფიკაცია: მშენებლობის ინჟინერიისა და მენეჯმენტის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა : 120 კრედიტი.
პროგრამის საფასური : 2250 ლარი
სწავლების ენა- ქართული
პროგრამის მიზანია:
მოამზადოს საინვესტიციო-სამშენებლო პროექტების, სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი, მშენებლობის სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური მენეჯერები.
1: შესძინოს კურსდამთავრებულებს ახალი ინოვაციური მიდგომებით პროექტის მომზადების, სამშენებლო ბიზნეს-პროცესების დაგეგმვისა და წარმართვის, კოორდინირებისა და მონიტორინგის, სამშენებლო კომპანიის ცალკეული სამეურნეო რგოლის მაღალ ეკონომიკურ და სოციალურ ეფექტზე გათვლილი, ეფექტიანი გაძღოლის პრაქტიკული უნარები;
2: შესძინოს კურსდამთავრებულებს შენობების აგების, მონტაჟისა და აღჭურვის, საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტების პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენებაზე დამყარებული ცოდნა.
3: შესძინოს კურსდამთავრებულებს შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების დამოუკიდებლად წარმართვის მყარი საფუძველი.