საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-ფიზიკოსთა ჯგუფმა „ჰორიზონტი ევროპის“ მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის ფარგლებში, ევროკავშირის სამეცნიერო გრანტი მოიპოვა. მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება სტუ-ის მეცნიერებს, გლობალურ COMET-ექსპერიმენტთან კოლაბორაციის პროცესში, კვლევების გაგრძელების საშუალებას მისცემს.