2022 წლის 7-11 მარტს სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოც. პროფ. ეკატერინე აბზიანიძე, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის მობილობით იმყოფებოდა საერთაშორისო კვირეულზე კაუნასის კოლეჯში/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Kauno Kolegija / University of Applied sciences) (კაუნასი, ლიეტუვა), სადაც წაიკითხა სალექციო კურსი ციფრული კომუნიკაციების, კერძოდ, ინფორმაციის თეორიისა და არხის კოდირების მიმართულებით