ქართული | ENGLISH
კონტაქტი | საიტის რუკა | ძებნა
კონკურსი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საბჭო, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ დებულების“ 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, აცხადებს ღია კონკურსს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.
1. განცხადების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები:
ა) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნებისათვის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 27 ნოემბერს და დასრულდება 3 დეკემბერს;
ბ) საბუთები მიიღება: I კორპუსი, ოთახი N 550 (10-16 სთ);
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდება 2015 წლის 10 დეკემბერს.
2. საკონკურსო პირობები:
ა) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს წევრ პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს.
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადად უნდა წარმოადგინონ:
ა) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის /პასპორტის) ასლი;
გ) სამოქმედო პროგრამა.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 4 წლის ვადით.
.