სტუ-ში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 104 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები - წარსული, აწმყო, მომავალი“ ჩატარდა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძისა და საქართველოში იაპონიის ელჩის, მისი აღმატებულება იმამურა აკირას შეხვდა შედგა.
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სტუდენტები სწავლების ინდივიდუალურ გრაფიკზე გადაიყვანა. უნივერსიტეტი შუასემესტრულ გამოცდებს 16 მაისიდან იწყებს, ხოლო სასწავლო პროცესს 23 მაისიდან განაახლებს.
2022 წლის 5 - 10 სექტემბერს, STARMUS-ის VI საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალი (STARMUS Festival - 6 Edition) ქ. ერევანში (სომხეთი) გაიმართება. წლევანდელი ფესტივალი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებითა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 32 პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, 2022-2023 სასწავლო წელს, სახელმწიფო აფინანსებს. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აღნიშნულ პროგრამებზე წელს ჩარიცხული აბიტურიენტების (პირველკურსელების) სწავლის საფასურს სახელმწიფო 4 წლის მანძილზე სრულად დააფინანსებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი და უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი იერუსალიმის საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრს, პელის მთავარეპისკოპოსს, თეოლოგიის დოქტორ ფილუმენოსს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფმა, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის მზია კეჟერაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოში პირველად, ალკოჰოლური სასმელების, ღვინისა და წყლის ფილტრაციისთვის განკუთვნილი „ქართული მემბრანა“ შექმნა. ახალი პროდუქტი მაღალხარისხიანი და გაცილებით იაფია იმ უცხოური წარმოების მემბრანებთან შედარებით, რომლებსაც ქართველი მწარმოებლები ფილტრაციის პროცესში იყენებენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები უდიდესი გულისტკივილით უსამძიმრებენ ღვაწლმოსილ კოლეგას, ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორს, ქალბატონ ნანა ბოკუჩავასა და მის ოჯახს შვილის - გუგა დევდარიანის გარდაცვალებას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლიდან 4 წლის ვადით დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამებზე აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად.
სივრცულ კონცეპტუალური კომპოზიცია განთავსდება თბილისში, კოსტავას,77-ში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს.კ. N 01.10.13.023.181) კონკრეტულ ადგილზე.
კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 01 აგვისტოს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 03 აგვისტოს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: