22 აგვ

ჯეა და ტესტერი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოში მიმდინარე წლის (2020 წელი) 21, 29 ივნისსა და 3 ივლისს განხორციელდა შპს ,,ჯეა" - ს და შპს ,,ტესტერის" თანამშრომლების (ტექნიკური პერსონალის) სერტიფიცირება, სერტიფიკატის 8 მაძიებლიდან ყველამ წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები და მიიღო შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურტებელი სერტიფიკატი, ,,სო“ ულოცავს მათ ამ წარმატებას.

22 აგვ

სს გურჯაანი და ტტ მოტორსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოში მიმდინარე წლის (2020 წელი) 1 აგვისტოს განხორციელდა შპს ,,ტტ მოტორსის - ს და შპს ,,ტესტერის" ერთი და სს ,,გურჯაანის ავტოსატრანსპორტო საწარმო“ - ს ორი თანამშრომლის (ტექნიკური პერსონალის) სერტიფიცირება, სერტიფიკატის 3 მაძიებლიდან ყველამ წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდები და მიიღო შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურტებელი სერტიფიკატი, ,,სო“ ულოცავს მათ ამ წარმატებას.

ყველა სიახლე

სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო

   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრი-ს პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო წარმოადგენს საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ,,აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება ისო/იეკ 17024:2012/2014 სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად, სერტიფიცირების პროცესი სერტიფიკაციის ორგანო - ს მიერ ხორციელდება შემდეგი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით: საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 დეკემბრის №510 დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე.


სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია  საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ,,აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ