მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საწარმოო-ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის N501 დეპარტამენტი

საწარმოო-ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის N501 დეპარტამენტი

 

„საწარმოო ტექნოლოგიური მანქანების და მექატრონიკის“ №501 დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ წამყვან სასწავლო-სამეცნიერო ქვედანაყოფს.
დეპარტამენტში გაერთიანებულნი არიან მექანიკის ინჟინერიის სასწავლო-სამეცნიერო  საქმიანობაზე ერთობლივად ორიენტირებული და ტექნიკური უნივერსიტეტის უძველესი ტრადიციების მქონე მეცნიერული  მიმართულებები

„ამძრავთა სისტემების, ჩარხების და კომპლექსების“, 
სამშენებლო მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობის“, 
„მანქანათმშენებლობის“, 
„მანქანათმშენებლობაში პროგრამული მართვის“ 
და აგრარული წარმოების მანქანა-დანადგარების მომსახურე სასწავლო-სამეცნიერო ჯგუფი, რომელთა შინაარსობრივი ჩამოყალიბების სათავეები დაკავშირებულია საქართველოში უმაღლესი სწავლების ჩამოყალიბების თარიღთან, ხოლო დამოუკიდებელი ფუნქციონირების საწყისები უკავშირდება გასული საუკუნის 40-50 - იან წლებს.
ამშესაბამისი კათედრების ჩამოყალიბების სათავეებში იდგნენ ისეთი საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან პროფესორები გიორგი გოცირიძე, ივანე ბაქრაძე, იური ქართველიშვილი, ვლადიმერ ცოცხაძე, ილია მიქაძე და სხვები.
საქართველოში დამკვიდრებული ახალი ეკონომიკური ურთიერთობის პირობებში თანამედროვე საწარმოთა ინტენსიფიკაციის, შრომის მწარმოებლურობის ამაღლების, ყველა სახის რესურსების ეკონომიის ამოცანები პირდაპირ კავშირშია მექანიკის ინჟინერიასა და ტექნოლოგიასთან, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკის მრავალი დარგის ეფექტურ მუშაობას და მათ შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობების ეფექტური ტექნიკური ექსპლუატაცია, რემონტი და მოდერნიზაცია, მაღალი ტექნიკური მაჩვენებლების მქონე ავტომატიზებული, მათ შორის მექატრონული, საწარმოო მოწყობილობების შემუშავება-დანერგვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის №501 „საწარმოო ტექნოლოგიური მანქანების და მექატრონიკის“ სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს სპეციალისტების მომზადებას საბაკალავრო სწავლების შემდეგი სპეციალიზირებული სასწავლო ქვეპროგრამებით (სასწავლო მოდულებით):

  1. ავტომატიზებული ამძრავები და მექატრონული სისტემები;
  2. ტექნოლოგიური მანქანები და რემონტის ორგანიზაცია;
  3. ამწე-სატრანსპორტო მანქანები, ლიფტები და მათი ტექნიკური ექსპერტიზა;
  4. სამშენებლო-საგზაო-სალიანდაგო მანქანა-მოწყობილობები და მათი ტექნიკური ექსპერტიზა;
  5. აგრარული წარმოების ტექნოლოგიური მანქანები.

დეპარტამენტის საქმიანობა საინჟინრო კადრების მომზადების და საინჟინრო-სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით გამიზნულია მოემსახუროს როგორც მანქანათმშენებლობის, რომელიც თითქმის ყველა ქვეყნის და საზოგადოებრივი სისტემის საბაზო დარგის ფუნქციებს ასრულებს, ასევე ქვეყნის ეკონომიკის ნებისმიერ დარგს,  ვინაიდან მათი ეფექტური ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება გამოყენებული მანქანა-დანადგარების და ტექნიკური მოწყობილობების სრულყოფილი და გამართული მუშაობით.
თუ მანქანათმშენებლობისათვის პირველი რიგის აქტუალურობას წარმოადგენენ ახალი კონსტრუქციების შემუშავებასთან, კვლევასთან, გამოცდასთან და ახალი მეცნიერული ამოცანების გადაჭრასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები, სხვა დარგების საწარმოებისათვის უაღრესად აქტუალურია მანქანა-დანადგარების ტექნიკური მომსახურება, მათ შორის თანამედროვე წარმოების მანქანა-დანადგარების, იმპორტირებული ავტომატიზებული და ავტომატური მოწყობილობების და ხაზების წარმატებული ინსტალაცია, დანერგვა, შემდგომი ექსპლუატაცია და რემონტი.
თანამედროვე მანქანები და მოწყობილობები თავის უმეტეს ნაწილში წარმოადგენენ მექანიკური, ჰიდრო, ელექტრომექანიკური და შერეული ტიპის მოწყობილობების, მექატრონული მოდულებისა და სისტემების საკმაოდ რთულ სტრუქტურულ   ერთობლიობებს, რაც განპირობებულია მათი ფუნქციონალური შესაძლებლობების და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულყოფით.
ყოველივე აღნიშნული მნიშვნელოვნად განაპირობებს თანამედროვე მანქანების, მანქანათა სისტემების, ავტომატიზებული წარმოების და სხვადასხვა სახის მოწყობილობების სტრუქტურული და კონსტრუქციული აგების, ტექნიკური ექსპლუატაციის, რემონტის და მოდერნიზაციის, ახალი საწარმოო მოწყობილობების დანერგვის და ავტომატიზაციის, ტექნიკური დიაგნოსტირების საშუალებათა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხში გათვითცნობიერებული მექანიკის ინჟინერიის სპეციალისტის მომზადების აუცილებლობას.
ამასთან ერთად თანამედროვე სამრეწველო მანქანების სირთულე, მნიშვნელოვნად ზრდის მანქანათა მექანიკისა და მექატრონული სისტემების საინჟინრო საკითხებზე ორიენტირებული სპეციალისტის როლს წარმოების მომზადების, ავტომატიზაციის, კონტროლისა და ორგანიზაციის ფუნქციების შესრულებაში. დეპარტამენტი უზრუნველყოფს მექანიკის ინჟინერიის სწავლების, როგორც მოკლე ციკლს და პირველ საფეხურს-ბაკალავრიატს, სადაც ხდება ძირეული საკითხების ათვისება და ამით საფუძველი ეყრება მექანიკოსის მომზადების, ისე შემდგომ, უფრო მაღალ, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებს.
სტუდენტების მომზადებას ემსახურება 6 სრული პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; 14 ასოცირებული პროფესორი და ორი ასისტენტ პროფესორი. მათ მიერ შედგენილია 30-ზე მეტი სახელმძღვანელო, გამოქვეყნებულია 15-ზე მეტი მონოგრაფია, მიღებულია  140-ზე მეტი საავტორო მოწმობა და პატენტი.
საბაკალავრო სწავლების ზოგადი სტრუქტურა აგებულია შემდეგნაირად. იმისათვის, რომ გამოშვებულ სპეციალისტს შეეძლოს განზოგადოებული მიდგომით ნებისმიერ მანქანა-დანადგარის მიმართ გამოიყენოს შეძენილი ცოდნა პირველ რიგში გამახვილებულია ყურადღება მანქანათა მექანიკის ძირეული ფუნქციონალური ელემენტების-ამძრავთა (მათ შორის ავტომატიზებული ელექტრომექანიკური, ჰიდრო და პნევმომექანიკური და ავტომატიკის ციფრული ელემენტების შემცველი) სისტემების აგების, მათი ექსპლუატაციის, რემონტის ორგანიზაციის და მოდერნიზაციის საკითხებზე, ავტომატიზაციის ძირითად პრინციპებზე და საშუალებებზე, პრაქტიკაში კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხში მექატრონული სისტემების შემუშავება-გამოყენებაზე, რაც გარკვეულწილად კარგად ეთანადება დასავლეთის ქვეყნების საბაკალავრო პროგრამების სტრუქტურას.
ამასთან ერთად აგრეთვე ხორციელდება კონკრეტული სპეციფიკური საინჟინრო საკითხების შესწავლა ისეთი ფართოდ გავრცელებულ მანქანათა ჯგუფებთან მიმართებაში, როგორიცაა სამანქანათმშენებლობო, ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო და საგზაო, აგრარულ საწარმოთა ტექნოლოგიური მანქანები.
ყველაფერი ეს საშუალებას იძლევა, რათა ჩვენი დეპარტამენტის ფარგლებში, სტუდენტმა მიიღოს განზოგადებული ცოდნა ნებისმიერი სახის მანქანათა ამძრავთა სისტემების რემონტის ორგანიზაციის და ავტომატიზაციის დონის ამაღლების, ტექნიკური ექსპლუატაციის საინჟინრო საკითხებთან მიმართებაში და ამასთან ერთად შეისწავლოს სპეციალიზებული საკითხები ზემოთ აღნიშნულ მანქანათა ჯგუფებთან მიმართებაში.

 „ავტომატიზებული ამძრავების და მექატრონული სისტემების“ მოდულის ფარგლებში გამახვილებულია ყურადღება მანქანათა მექანიკის ძირეული ფუნქციონალური ელემენტების - ამძრავთა (მათ შორის ავტომატიზებული ელექტრომექანიკური, ჰიდრო და პნევმომექანიკური და ავტომატიკის ციფრული ელემენტების შემცველი), რეგულირებისა და მართვის (მათ შორის მექატრონული) სისტემების აგების, მათი ექსპლუატაციის და მოდერნიზაციის საკითხებზე, ავტომატიზაციის ძირითად პრინციპებზე და საშუალებებზე, ავტომატიზებული ტექნოლოგიური სისტემების შემუშავებაზე პრაქტიკაში კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვაზე, რაც საშუალებას იძლევა შეძენილი ცოდნა გამოყენებული იქნას ნებისმიერი სახის მანქანების და მანქანათა სისტემების, ნებისმიერი სახის საწარმოთა ავტომატიზებული (მათ შორის მოქნილი ავტომატიზებული) სისტემების შემუშავება-დანერგვა-ექსპლუატაციაში, ტექნიკური დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის საკითხების გადაჭრაში, არსებული მანქანა-დანადგარების ავტომატიზაციის ხარისხის ამაღლებაში.

„ტექნოლოგიური მანქანების და რემონტის“ მოდულის ფარგლებში გამახვილებულია ყურადღება:

  1. სამანქანათმშენებლო ტექნოლოგიური მანქანების კონსტრუირება-შემუშავებაზე, ტექნიკურ და საწარმოო ექსპლუატაციაზე;
  2. ზოგადი მიდგომით ნებისმიერი სახის მანქანა-დანადგარების ძირეული ფუნქციონალური ელემენტების-მექანიზმების, ჰიდრო და პნევმოამძრავების სამონტაჟო-გაწყობითი, ტექნიკური მომსახურების და სარემონტო საშუალებების ჩატარებაზე;
  3. სამანქანათმშენებლო ტექნოლოგიური მოწყობილობების საარმოო გამოყენების ბაზაზე ნებისმიერი მანქანა დანადგარების რემონტის ორგანიზაციაზე და სარემონტო საწარმოთა პროექტირება-ექსპლუატაციაზე.

          „ამწე-სატრანსპორტო მანქანები, ლიფტები და მათი ტექნიკური ექსპერტიზა“ მოდულის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ამწე-სატრანსპორტო მანქანებისა და მექანიზმების (სამშენებლო კოშკურა, სამრეწველო დანიშნულების ჯოჯგინა და ხიდურა, სპეციალური საკონტეინერო, სამონტაჟო და საპორტო ამწეების, სხვადასხვა ტიპის სამშენებლო საწეველების, ლენტური, ფირფიტებიანი, ხრახნული და შეკიდებული ტრანსპორტიორებისა და კონვეერების, ელევატორების და ესკალატორების) კონსტრუქციებს, მათი მოქმედების თავისებურებებს, მომსახურებისა და შეკეთების მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. შეისწავლიან მათი ამძრავების, მუშა მოწყობილობების და აგრეგატების კონსტრუქციებს, გაანგარიშების მეთოდებს, მოდერნიზებისა და შეკეთების პრინციპებს.
ამავე მოდულში სტუდენტები შეისწავლიან შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული მოქმედი და ახალი თანამედროვე ტიპის სამგზავრო, სატვირთო, სამგზავრო-სატვირთო, საავადმყოფოს ლიფტების კონსტრუქციებს, მომსახურების და შეკეთების პრინციპებს, ლიფტების გაანგარიშების მეთოდებს.
შეისწავლიან ზემოაღნიშნული მანქანების მონტაჟის, გამოცდის და ექსპერტიზის მეთოდებსა და ნორმებს.

           „სამშენებლო-საგზაო-სალიანდაგო მანქანა-მოწყობილობები და მათი ტექნიკური ექსპერტიზა“ მოდულის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სხვადასხვა ტიპისა და დანიშნნულების სამშენებლო, საგზაო და სალიანდაგო მანქანებისა და მოწყობილობების (ექსკავატორები, ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, სატკეპნები, ასფალტისა  და ბეტონის დამგები მანქანები, ინერტული მასალების დამქუცმაცებელი, დამხარისხებელი და გამამდიდრებელი მოწყობილობები, ესკალატორები, სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტიორები, ბეტონისა და სხვადასხვა მასალების შემრევი სტაციონარული და მობილური მანქანები, საარმატურე მანქანები და ავტომატური დანადგარები, რკინიგზის ლიანდაგის დამგები და მომსახურე მანქანები) კონსტრუქციებს, მათი მოქმედების თავისებურებებს, მომსახურებისა და შეკეთების მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. შეისწავლიან მათი ამძრავების, მუშა მოწყობილობების და აგრეგატების კონსტრუქციებს, გაანგარიშების მეთოდებს, მოდერნიზებისა და შეკეთების პრინციპებს.
სტუდენტები შეისწავლიან ზემოაღნიშნული მანქანების მონტაჟის, გამოცდის და ექსპერტიზის მეთოდებსა და ნორმებს.

„აგრარული წარმოების ტექნოლოგიური მანქანების“ მოდულის ძირითადი მიზანია – მოამზადოს სპეციალისტები ისეთი წამყვანი მიმართულებით, როგორიცაა – სოფლის მეურნეობაში გამოყენებული თანამედეროვე ტექნიკა და ტექნოლოგიები.
თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარება ემყარება მაღალ ეფექტური, ენერგოდამზოგი, ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვას. ევროპის და აშშ–ის მაღალ დონეზე განვითარებული სოფლის მეურნეობა ძირითადად დაფუძვნებულია შემდეგ პრინციპებზე:

  1. მაღალეფექტური და ენერგოდამზოგი ტექნიკის შექმნა და დანერგვა;
  2. ნიადაგის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების (მინიმალური, ნულოვანი) გამოყენება;
  3. მოსავლის უდანაკარგოდ აღების თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვა.

          სტუდენტთა მომზადებას დეპარტამენტში ემსახურება შემდეგი სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები:

  1. ტექნოლოგიური მოწყობილობების;
  2. საწარმოო პროცესების;
  3. ამძრავთა სისტემების;
  4. ტექნიკური გაზომვების;
  5. სამშენებლო მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობის.

ექნოლოგიური მოწყობილობების დასაწარმოო პროცესების ლაბორატორია აღჭურვილია სხვადასხვა სახის მოქმედი როგორც უნივერსალური, აგრეთვე ნახევრადავტომატური რთული კინემატიკური სტრუქტურის მქონე კბილდამამუშავებელი ჩარხებით, პროგრამული მართვის საჩარხო სისტემებით, საწარმოო რობოტებით და კომპიუტერული მართვის მქონე მოწყობილობებით, საწარმოო ტექნოლოგიური აღჭურვილობით და შესაბამისი საკვლევი და ლაბორატორიული მზომი ტექნიკით.
ამძრავთა სისტემების ლაბორატორია აღჭურვილია ჰიდრო და პნევმო ამძრავების ცალკეული მოქმედი მოდულებით და ელემენტებით, ჰიდრო, ელექტროჰიდრო და ელექტრომექანიკური სისტემებით აღჭურვილი მოქმედი დანადგარებით, მექანიკური ამძრავების დინამიკური კვლევის ლაბორატორიული დანადგარებით და კვლევის კომპიუტერული პროგრამებით. ხორციელდება სისტემათა მახასიათებლების განსაზღვრა, რეგულირების და მართვის პრინციპების შესწავლა.
ტექნიკური გაზომვების ლაბორატორიააღჭურვილია მექანიკური სისტემების სხვადასხვა სახის შეერთებების და გადაცემების დეტალების ფორმებისა და მუშა ზედაპირების საკვლევი და მზომი მოწყობილობებით და ხელსაწყოებით, მართვისა და რეგულირების ელემენტების პარამეტრების (ელექტრომოწყობილობების) სარეგისტრაციო ტექნიკით.
სამშენებლო მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობის მეცნიერული მიმართულების ლაბორატორია აღჭურვილია სხვადასხვა ტიპის ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო, საგზაო, სალიანდაგო მანქანებისა და მოწყობილობების მოქმედი მოდელებით, კოშკურა და ხიდურა ამწეების ტრენაჟორებით, ერთციცხვიანი ჰიდრავლიკური ექსკავატორისა და მძლავრი პნევმატურთვლიანი ტრაქტორის-საწეველის ტრენაჟორებით. ლაბორატორიაში არსებული მანქანებისა და მოწყობილობების მაკეტები, ფერადი პლაკატები და სხვადასხვა თვალსაჩინოებები სტუდენტებს საშუალებას აძლევენ კარგად გაეცნონ მანქანებისა და მექანიზმების კონსტრუქციებს, მათი მუშაობის პრინციპებს, მომსახურებისა და შეკეთების თავისებურებებს.
ლაბორატორიაში არსებული ფილმოთეკა და ვიდეოთეკა სტუდენტებს აცნობს თანამედროვე უახლეს ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო, საგზაო და სალიანდაგო მანქანებისა და მოწყობილობების შესაძლებლობებს,  მათი გამოყენების ახალ ტექნოლოგიებს.
ლაბორატორიული საცდელ-საკვლევი მანქანები, მოწყობილობები და აპარატურა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს აითვისონ კვლევის და დიაგნოსტირების მეთოდები, გაეცნონ მანქანათა ექსპერტიზის ჩატარების წესებსა და ტექნოლოგიას.
ლაბორატორიული სამუშაოები მექანიკური მოქყობილობების საიმედობაში სპეციალობის ყველა მოდულის სტუდენტისათვის ტარდება მექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციის პროცესის მოდელირებით. ამოსათვის გამოყენებულია ჩვენს მიერ C++builder კომპიუტერული პროგრამების ენაზე შედგენილი სპეციალური პროგრამა „SAIMEDOOBA“.  უკანასკნელი სრულად პასუხობს თანამედროვების მოთხოვნებს.
ლაბორატორიული სამუშაოების დიდი ნაწილი ტრიბოტექნიკა-ტრიბოლოგიაში ტარდება CMT -1 ტიპის ცვეთისა და ხახუნის მანქანაზე. მისი მონაცემები და შესაძლებლობები შეესაბამება თანამედროვების მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საკვლევი კვანძების მოდელირებას სასურველი რეჟიმების შერჩევით და ახალი პროგრესული ანტიფრიქციული მასალების მუშაობის უნარის შეფასებით.
სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების მხრივ აღნიშნული მიმართულებების აკადემიური საქმიანობა მთლიანად ორიენტირებულია თანამედროვე მანქანების და მანქანათა სისტემების ძირეული ფუნქციონალური ელემენტების და მთლიანობაში მანქანა-დანადგარების პროექტირების, ექსპლუატაციის, რემონტისა და მოდერნიზაციის, ავტომატიზაციის ხარისხის ამაღლების, მოქნილი ავტომატიზაციის საკითხების გადაჭრაზე.
სწავლების შედეგად სტუდენტს შეეძლება:

  • საინჟინრო საკითხების გადასაჭრელად პრაქტიკაში გამოიყენოს ტექნიკური მექანიკის, ჰიდრო და პნევმო მექანიკის, ავტომატური რეგულირებისა და მართვის სისტემების თეორიის საბაზო კონცეფციები და პრინციპები;
  • განახორციელოს ქვეყნის ეკონომიკის მრავალი დარგის თანამედროვე მანქანების და მანქანათა სისტემების ძირითადი ფუნქციონალური ელემენტების-მანქანათა ნაწილების, კვანძების, მექანიზმების და ამძრავთა სისტემების-კინემატიკური, ძალოვანი და დინამიკური გაანგარიშებები და კონსტრუირება. მიიღოს მონაწილეობა მთლიანობაში მანქანებისა და მანქანათა სისტემების სტრუქტურული და კონსტრუქციული სქემების შემუშავებაში;
  • განახორციელოს წარმოებაში ახალი თანამედროვე მანქანა-დანადგარების და ავტომატური ხაზების, ავტომატიზებული წარმოების კომპონენტების დანერგვა, მანქანების და მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის, სარემონტო და სამოდერნიზაციო სამუშაოების შესრულება;
  • განახორციელოს ტექნიკური ექსპერტიზის სამუშაოები, მიმართული მანქანა-მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებაზე, მაჩვენებლების დადგენა-რეგულირებაზე, დასკვნისა და რეკომენდაციების გაცემა საექსპლუატაციო უსაფრთხოებაზე;
  • განახორციელოს მანქანების და მანქანათა სისტემების ავტომატიზაციის ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებული სამუშაოები;
  • მიიღოს მონაწილეობა საწარმოო უბნების, ხაზების და საამქროების პროექტირებაში და საწარმოთა მომზადების ორგანიზაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოშვებული სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო საწარმოებში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებული იქნება მანქანა-მოწყობილობების სერვისის, მოდერნიზირების და პროექტირება-დამზადების საინჟინრო საკითხების უმაღლეს პროფესიულ დონეზე გადაწყვეტასთან, ანუ ქვეყნის ეკონომიკის ყველა სფეროში - აგრარულ, ენერგეტიკის, თავდაცვის, მეტალურგიული, კვების, მსუბუქი მრეწველობის და სხვა სფეროებში. აგრეთვე, ყველა იმ საწარმოში, რომელიც ეწევა სამოქალაქო, სამრეწველო, სამხედრო-საინჟინრო, ჰიდრო და სატრანსპორტო ნაგებობების და მაგისტრალების ობიექტების მშენებლობას, სერვისის და საფირმო მომსახურეობის საწარმოებში, ტექნიკური მომსახურეობის სადგურებში, საკვლევ, საკონსტრუქტორო და ორგანიზაციებში და სტრუქტურულ დანაყოფებში, შესაბამის სადილერო და კომერციულ კომპანიებში, საგზაო პოლიციაში, სახელმწიფო ტექნიკურ ზედამხედველობის სტრუქტურებში და მის ფილიალებში, საექსპერტო ბიუროებში.
ამასთან ერთად კომპიუტერულ ტექნოლოგიებში მიღებული ცოდნა, აგებული თანამედროვე აცტომატიზებული პროექტირების და ოპტიმიზაციური კვლევის თანამედროვე საინჟინრო და საინჟინრო-ეკონომიკურ საანგარიშო პროგრამებზე, შესაძლებელია სპეციალისტის მიერ გამოყენებული იქნას სხვადასხვა სახის საბანკო-საფინანსო და საწარმოო-ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციათა საქმიანობაში.