"სასწავლო პროცესის ორგანიზება, სამეცნიერო პროექტები და საგამომცემლო აქტივობები ევროკავშირის უნივერსიტეტებში"
2017 წლის 20 - 30 ნოემბერს ქ. პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) გაიმართება სტაჟირების პროგრამა "სასწავლო პროცესის ორგანიზება, სამეცნიერო პროექტები და საგამომცემლო აქტივობები ევროკავშირის უნივერსიტეტებში".
პროგრამის ორგანიზატორია პრაღის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი.
სტაჟირების პროგრამა (108 საათი) შედგება 3 მოდულისაგან:
მოდული 1: ევროკავშირის ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემები და სასწავლო პროცესის ორგანიზება ევროპულ უნივერსიტეტებში;
მოდული 2: პუბლიკაციები სამეცნიერო ჟურნალებში: თეორია და პრაქტიკა;
მოდული 3: სამეცნიერო პროექტები
და საგრანტო აქტივობები საგანმანათლებლო ორგანიზაციებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.