2017 წლის 20 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია.
კონფერენციაზე შვიდი სექცია იმუშავებს:
ბიზნესი
ირანისტიკა
მედიცინა
მევენახეობა-მეღვინეობა
ჟურნალისტიკა
საერთაშორისო ურთიერთობები
სამართალი
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის დარეგისტრირების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 აპრილი.
ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.