2017 წლის 15-18 მაისს, ქ. მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება მე-6 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „საერთაშორისო განათლების განვითარების ევრაზიული კონფერენცია“ - IUNC Eurasia 2017.
კონფერენცია გაიმართება ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა:
• «ევრაზია - საერთაშორისო განათლების ახალი ჰორიზონტები"
• «უცხოელი სტუდენტები შერჩევის ეფექტური ინსტრუმენტები საბაზრო სპეციფიკის მიხედვით "
• « შიდა საუნივერსიტეტო წარმატებული თანამშრომლობის ფორმების და მეთოდების ანალიზი და საუკეთესო პრაქტიკის ათვისება"
ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია (თარგმნის გარეშე).
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.