13-01-2017
2017 წლის 21-23 აპრილს სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრი (გლივიცე, პოლონეთი) აწყობს საერთაშორისო კონფერენციას „უცხოური ენები - რუტინასა და ინოვაციას შორის“.
კონფერენცია ჩატარდება უსტრონში (ბესკიდის მთიანი მხარე), გლივიცედან 100 კილომეტრის დაშორებით. მონაწილეები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით.
სამი დღის განმავლობაში (21-23 აპრილი) მონაწილეები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს და ჩაერთვებიან დისკუსიაში, 24-25 აპრილს კი აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, პოლონელ პედაგოგებთან ერთად სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
კონფერენციაში მონაწილეობის საფასურია 250 ევრო. ერაზმუს+ პროგრამით დაფინანსების შემთხვევაში, აღნიშნულ ხარჯს პროექტი დაფარავს. გრანტი ითვალისწინებს 980 ევროს 7 დღის განმავლობაში (5 სამუშაო დღე და ორი დღე მგზავრობისთვის) და მგზავრობის ხარჯს.
კონფერენციაში მონაწილე კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. კონფერენციაში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა პირებმა (აკადემიური პერსონალი) სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში 23 იანვრამდე უნდა წარმოადგინონ საკონფერენციო თემები.
სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N221; ოთახი N223; ოთახი N225
ტელ.: (+995 32) 236 31 25; 236 53 90; 236 32 06
ელ.ფოსტა:
erasmusplus@gtu.ge