21-12-2016
რუსეთის კოოპერაციის უნივერსიტეტის ფილიალი - ყაზანის კოოპერაციის ინსტიტუტი 2017 წლის 15 თებერვალს ატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „თანამედროვე კვლევები ტექნიკური და საზოგადოებრივი მეცნიერებების ძირითადი მიმართულებებით“ და 16 თებერვალს - სემინარს „თამაში-პრაქტიკა ახალგაზრდებში სამეწარმეო ხელოვნების განსავითარებლად“.
კონფერენციის ძირითადი სამეცნიერო მიმართულებებია:
- ეკონომიკა
- საბუღალტრო აღრიცხვა და ფინანსები
- ჰუმანიტარული დისციპლინები
- საბუნებისმეტყველო დისციპლინები
- პროდუქციის ტექნოლოგია და საზოგადოებრივი კვების ორგანიზაცია და საქონელმცოდნეობა
- საბაჟო საქმე
შესაბამისი მასალების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 იანვარი.
კონფერენციის ნაშრომთა კრებული გამოქვეყნდება ელექტრონულ ბიბლიოთეკაში კონფერენციის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში.
სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
კონფერენციასა და სემინარში მონაწილეობა უფასოა. სერტიფიკატის ღირებულებაა 500 რუბლი.
ღონისძიებასთან დაკავშირებით რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.