მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია ISTEC – 2016
18-05-2016
2016 წლის 13-15 ივლისს ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ავსტრია) გაიმართება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია ISTEC – 2016, რომელიც საშუალებას აძლევს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებით დაინტერესებულ პირებს, მკვლევრებს, განათლების სპეციალისტებს, ექსპერტებსა და სტუდენტებს წარმოადგინონ თავიანთი ნაშრომები აკადემიურ პლატფორმაზე.
შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება ისეთ რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორიცაა TOJSAT და TOJDE.