2016 წლის 30 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში (მისამართი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი) გაიმართება სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
I სექცია – იურიდიული, სახელმწიფო მართვა
II სექცია – ეკონომიკა და ბიზნესი
III სექცია –მედიცინა
IV სექცია – სოციალური მეცნიერებები
V სექცია – ჰუმანიტარული მეცნიერებები
საუკეთესო გამომსვლელები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით, შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო კვლევითი ნაშრომი, ორიგინალური კვლევა, საუკეთესო პრეზენტაცია.
თეზისები დაიბეჭდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობაში.
სააპლიკაციო ფორმა და თეზისები (ქართულ და ინგლისურ ენებზე) უნდა წარადგინოთ ელ.ფოსტაზე: n.kemertelidze@gruni.edu.ge, არაუგვიანეს 2016 წლის 5 მაისისა.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისატვის იხილეთ ბმული