ნავთობისა და გაზის ენერგეტიკა - 2015
2015 წლის 21-24 აპრილს ნავთობისა და გაზის ივანო-ფრანკოვსკის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში (უკრაინა) გაიმართება IV საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნიკური კონფერენცია „ნავთობისა და გაზის ენერგეტიკა - 2015“.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევრებს, მაგისტრანტებსა და სტუდენტებს.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია ტექნოლოგიები, ეკოლოგია და ეკონომიკა.
განაცხადებისა და თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა: 01.04.2015
კონფერენციის თეზისები გამოქვეყნდება კონფერენციამდე, ხოლო საორგანიზაციო კომიტეტის რეკომენდაციებითა და სექციების ხელმძღვანელების მიერ მათგან შერჩეული საუკეთესო თეზისები გამოქვეყნდება IFNTUOG კვლევით ჟურნალში, გადასახადის გარეშე.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://inno.nung.edu.ua ,
http://inno.nung.edu.ua