IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სატუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
„კიბერნეტიკის თეორიული და გამოყენებითი ასპექტები“ TAAC-2014
2014 წლის 24 – 28 ნოემბერს კიევის ტარას შევჩენკოს სახ. ეროვნულ უნივერსიტეტში (უკრაინა) ჩატარდება IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სატუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის „კიბერნეტიკის თეორიული და გამოყენებითი ასპექტები“ TAAC-2014.
კონფერენციის ორგანიზატორია აღნიშნული უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი.
კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში:
- კომპიუტერული მეცნიერებები
- გამოყენებითი მათემატიკა
- ხელოვნური ინტელექტი
- პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერინგიკონფერენციის სამუშაო ენებია: უკრაინული, რუსული, ინგლისური.
კონფერენციის მოინაწილეთა თეზისები კონფერენციის შრომების კრებულში გამოქვეყნდება და მონაწილეებს გადაეცემათ.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციისა და ინგლისურ ენაზე შესრულებული მოხსენებების წარდგენის ბოლო ვადაა: 20.10.2014
კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://taac.org.ua