2014 წლის 7-12 ივლისს თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტარდება საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მიმართულებით. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები, ასევე კიოლნის, აახენის და დიუსელდორფის უნივერსიტეტების პროფესორები, რომლებიც წაიკითხავენ თემატურ ლექციებს სტუდენტებისათვის.
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.
დაწვრილებით დეტალების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე:
http://collaborations.fz-juelich.de/ikp/cgswhp/cgswhp14/
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს .
IV კორპუსი . ოთახი 30 6 . პროფ . ქეთევან კოტეტიშვილი .
საკონტაქტო ნომერი 599-50-48-21.
ელ . ფოსტა ketinooo@hotmail.com. k.kotetishvili@gtu.ge