“თანამედროვე მასალათმცოდნეობა და საქონელმცვოდნეობა: თეორია, პრაქტიკა, განათლება“
2014 წლის 26 – 27 თებერვალს, პოლტავის ეკონომიკისა და ვაჭრობის უნივერსიტეტში (უკრაინა) გაიმართება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული ინტერნეტ - კონფერენცია „თანამედროვე მასალათმცოდნეობა და საქონელმცოდნეობა: თეორია, პრაქტიკა, განათლება“.
კონფერენციის თეზისები დაეგზავნებათ მონაწილეებს.
კონფერენციას მუშაობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით:
-
სამეცნიერო და პრაქტიკული მასალათმცოდნეობის აქტუალური საკითხები;
-
ინოვაციები მასალათმცოდნეობაში;
-
საქონლისა და მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების მართვა;
-
საქონელმცოდნეობის მარკეტინგული ასპექტები;
-
ტექნიკური რეგულაციების საკითხები;
-
„უმაღლესი განათლება - შრომის ბაზარი“ ურთიერთქმედება.
კონფერენციის სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება.
კონფერენციისათვის მოხსენებების გაგზავნის ბოლო ვადაა: 15.02.14.