ძვირფასო კოლეგებო!
გიწვევთ II საერთაშორისო სიმპოზიუმზე _ ,,კავკასია და გლობალიზაცია: პრობლემები და პერსპექტივები’’ _ რომელიც ჩატარდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 3-4 ოქტომბერს.
სიმპოზიუმის მიზანია
· წარმოაჩინოს კავკასიის პრობლემები თანამედროვე ეპოქაში და დასახოს სამომავლო პერსპექტივები
· ხელი შეუწყოს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევითი მიღწევების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში
· მეცნიერებს საშუალება მისცეს, მოაწყონ დასრულებული თუ მიმდინარე სამეცნიერო პროექტების პრეზენტაცია კავკასიის პრობლემებზე
სიმპოზიუმის თეზისები მიიღება შემდეგი მიმართულებით:
ქართველოლოგია
ჰუმანიტარული მეცნიერებები
სოციალური მეცნიერებები
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
საინფორმაციო ტექნოლოგიები
სამედიცინო, დედამიწის შემსწავლელი და აგრარული მეცნიერებები.
თეზისების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.
სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, რუსული და ინგლისური.
რეგლამენტი:
· პრეზენტაცია - 20 წუთი
· მოხსენება - 15 წუთი
· მსჯელობა - 10 წუთი.
ტექნიკური პირობები:
შრიფტი: Sylfaen; გვერდები არ ინომრება; მაგალითები - Italik-ით, ხაზგასმა - Bold-ით. შრიფტის ზომა: 11, ინტერვალი 1,5; წყაროზე მითითება [შანიძე, 1953: 25].
მოცულობა არა უმეტეს ორი გვერდისა (თითოეულ ენაზე).
რუსულ და ინგლისურ თეზისებს უნდა ახლდეს ქართული თარგმანი, ხოლო ქართულ თეზისს - ინგლისური თარგმანი.
სარეგისტრაციო თანხა:
ქართველი მეცნიერებისათვის - 70 ლარი
უცხოელი მონაწილეებისათვის - 50 evro
გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
· მომხსენებლის სახელი და გვარი
· ორგანიზაცია, მომხსენებლის აკადემიური თანამდებობა, სამეცნიერო ხარისხი
· სამეცნიერო მიმართულება
· მოხსენების სათაური
· საკონტაქტო ინფორმაცია: ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი
გთხოვთ, თანხა გადმორიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიდენტიფიკაციო კოდი: 231187168
მიმღების ბანკი: სს ,,საქართველოს ბანკი’’
ბანკის კოდი: BAGAGE22
ა/ა Ge90 BG0000000444630700
აუცილებლად მიუთითეთ: II საერთაშორისო სიმპოზიუმი - 2013.
საერეგისტრაციო თანხა მიიღება მხოლოდ ბანკის საშუალებით.
მასალები გადმოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: