X საერთაშორისო კონფერენცია ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით
CYSENI 2013
2013 წლის 29-31 მაისს ლიტვის ენერგიის ინსტიტუტში (ქ. კაუნასი, ლიტვა) ჩატარდება ახალგაზრდა მეცნიერთა X საერთაშორისო კონფერენცია ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით - CYSENI 2013.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს (ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს,პოსტ-დოქტორანტებს და სხვ.). კონფერენციის ენა ინგლისურია.
კონფერენციის თემები:
· წყალბადი და საწვავი ელემენტები
· განახლებადი ენერგიის წყაროები
· გონიერი ენერგიის ქსელები
· ენერგოეფექტურობა და საიმედოობა
· ენერგიასთან დაკავშირებული პოლიტიკური კურსის გატარება
· კვლევები თერმული ფიზიკის, სითხის მექანიკისა და მეტროლოგიის სფეროებში
· მასალათმცოდნეობა და ტექნოლოგიები
· წვისა და პლაზმური პროცესების კვლევები
· გლობალური ცვლილება და ეკოსისტემები
· დნობის ენერგია
· ატომის გახლეჩა და რადიაციული დაცვა
· ენერგიასთან დაკავშირებული უახლესი საკითხები
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
რეგისტრაციისა და თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 07.01.13.