მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

TMPA-ს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ტომსკში გაიმართება

TMPA-ს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ტომსკში გაიმართება

18-06-2021

2021 წლის 25-27 ნოემბერს ტომსკში, (რუსეთი) TMPA-ს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც მოიცავს მანქანების სწავლისა და რთული პროცესების ანალიზს და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საკითხს.

კონფერენციის ორგანიზატორები იწვევენ ასპირანტებს, ახალგაზრდა და ცნობილ მეცნიერებს, აგრეთვე ინდუსტრიის მკვლევარებს და პრაქტიკოს პროგრამისტებს, რომელთა კვლევის ინტერესია პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ტესტირება, ანალიზი და გადამოწმება.

მსურველებმა საკუთარი განაცხადი უნდა წარადგინონ 30 ივლისამდე.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა, რეგისტრაცია აუცილებელია. კონფენცია ინგლისურ ენაზე წარიმართება.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://tmpaconf.org/events/tmpa-2021/about-2021-en

კონტაქტები:

კონფერენციის ვებგვერდი: tmpaconf.org

ელ.ფოსტა: info@tmpaconf.org

Facebook: www.facebook.com/groups/tmpaconf


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11