სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

08-06-2021

2021 წლის 29 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას გამართავს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

კონფერენციის მიზანია სტუდენტთა თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარებისთვის საჭირო ელექტრონულ პლატფორმასა და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები 2021 წლის 15 ივნისამდე,  უნდა დარეგისტრირდნენ ბმულის დახმარებით: https://forms.gle/uDYgcXkheu2qTRfZA და გამოაგზავნონ თეზისები (არანაკლებ 500 სიტყვისა) მისამართზე: conference@gtu.ge

კონფერენციის თაობაზე შეკითხვებისა და მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე:   conference@gtu.ge  

კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელექტრონული ვერსია, ღონისძიების დასრულების შემდეგ, გაეგზავნება ყველა მონაწილეს.

  • კონფერენცია ჩატარდება ონლაინ,  Zoom  აპლიკაციის გამოყენებით;
  • კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური აპლიკანტს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
  • კონფერენციის დაწყებამდე 1 დღით ადრე, ყველა მონაწილეს გაეგზავნება კონფერენციის ბმული და პროგრამა;
  • მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 8-10 წუთი, დებატებისთვის – 5 წუთი;
  • ნაშრომს შესაძლებელია ჰყავდეს ერთი ან მეტი ავტორი (მაქსიმუმ სამი);

კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორები - თამარ ლომინაძე, ქეთევან კოტეტიშვილი, თინათინ კაიშაური, ლილი პეტრიაშვილი, ნონა ოთხოზორია.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი: თავმჯდომარე: დავით ოქიტაშვილი; წევრები: მარიამ წიკლაური, ზურაბ თედიაშვილი, მარიამ ჩხაიძე, მზია კიკნაძე, მერაბ ახობაძე, ქეთევან კოტრიკაძე, სოფიკო გოგოლაძე, დალი მაგრაქველიძე, თამარ ბჟალავა.

კონფერენციის შესახებ მნიშვნელოვანი თარიღები

  • 15 ივნისამდე – მონაწილეთა რეგისტრაცია;
  • 20 ივნისი - თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 25 ივნისამდე – აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ; 
  • 29 ივნისი, 2021 წელი – კონფერენციის გახსნა.

დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ:


სიახლეებში დაბრუნება