საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები“ ჩატარდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია - „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები“ ჩატარდება

22-04-2021

2021 წლის 20-22 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები (http://conf-unesco.gtu.ge)

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრის დაარსებიდან 50-ე წლისთავს (20.05.2021) და მისი დამაარსებლის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის 80 წლის იუბილეს.

კონფერენციისთვის სტატიის  გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: infsoc@gtu.ge

საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მილოცვის, მოგონებების, ფოტო და ვიდეომასალის გაგზავნა საიუბილეო საორგანიზაციო კომიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  kafasugocha@gtu.ge

ორგკომიტეტის ვებგვერდია: www.gtu.ge/infsoc

გთხოვთ, დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს და მიწეროთ თქვენი რეკვიზიტები, ასევე, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია.

International Scientific Conference - The Information Society and Education Intensification Technologies - will be held at the Georgian Technical University

Грузинский технический университет приглашает на международную научную конференцию - «Информационное общество и технологии интенсификации образования»

სიახლეებში დაბრუნება