მარდინში განათლების, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სოციალური მეცნიერებების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

მარდინში განათლების, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სოციალური მეცნიერებების შესახებ პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

19-04-2021

14-16 მაისს, მარდინში (თურქეთი)განათლების, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სოციალური მეცნიერებების შესახებ USBILIM 1-ლი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

USBILIM საერთაშორისო კონფერენცია არის ფედერალური ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს მრავალი სამეცნიერო ღონისძიების გაერთიანებას საკონფერენციო პროგრამის ფარგლებში.

განათლების, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს წამყვანი აკადემიური მეცნიერების და მკვლევარების გაერთიანებას სოციალურ მეცნიერებათა ყველა ასპექტის შესახებ, სადაც მოხდება გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაზიარება.

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობას მიენიჭება სტუდენტებს, აკადემიკოსებსა და ინდუსტრიის მკვლევარებს.

დაინტერესებულმა პირებმა კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია უნდა გაიარონ 10 მაისამდე.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: www.usbilimconference.com

სიახლეებში დაბრუნება