მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სოფლის განვითარება 2021: გამოწვევები მდგრადი ბიოეკონომიკისა და კლიმატის ცვლილებისთვის"

მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სოფლის განვითარება 2021: გამოწვევები მდგრადი ბიოეკონომიკისა და კლიმატის ცვლილებისთვის"

03-02-2021

წელს, 21-23 სექტემბერს, კაუნასში (ლიეტუვა) ვიტაუტას მაგნუსის სახელობის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის აკადემიაში გაიმართება მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სოფლის განვითარება 2021: გამოწვევები მდგრადი ბიოეკონომიკისა და კლიმატის ცვლილებისთვის". (https://zua.vdu.lt/en/).

კონფერენცია მიზნად ისახავს ინტერდისციპლინარული სამეცნიერო დისკუსიის წარმოდგენას, სოფლის განვითარების პროცესების ახალი იდეების გაცნობას ბიოეკონომიკის, კლიმატის ცვლილების, ინოვაციებისა და სოციალური პროგრესის კონტექსტში.

კონფერენციის ძირითადი თემები:

  • აგროინოვაციები და კვების ტექნოლოგიები;
  • ბიოსისტემების ინჟინერია და გარემოს მთლიანობა;
  • ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების მრავალფუნქციური მიდგომა;
  • მდგრადი ბიოეკონომიკისა და კლიმატის ცვლილების სოციალური კვლევა.

კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართება ბიზნესისა და მეცნიერების ფორუმი ”მწვანე გარიგება: ხალხისა და ბიზნესის კეთილდღეობის გაუმჯობესების გზა”.

დღის წესრიგი: http://www.ruraldevelopment.lt/political-forum-programme/

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ:

2021 წლის 1 თებერვლიდან 15 აგვისტომდე

2021 წლის 1 სექტემბრამდე - სტატიის წარდგენა

2022 წლის 1 იანვარი - კონფერენციის მასალების გამოქვეყნება

 

ონლაინ რეგისტრაცია კონფერენციის ვებ – გვერდზე: http://ruraldevelopment.lt

ნაშრომების გაგზავნა https://ejournals.vdu.lt/index.php/rd

კონფერენციის ვებგვერდი http://www.ruraldevelopment.lt

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

დანართი 1

დანართი 2

 

 

 

 

 

წინასწარ გმადლობთ თანამშრომლობისთვის და ველოდებით შეხვედრას მე -10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ”სოფლის განვითარება 2021” ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის აკადემიაში, ლიტვა!

 

 

სახელით

 

სოფლის განვითარების საორგანიზაციო კომიტეტი 2021 წ


სიახლეებში დაბრუნება