2020 წლის 11-13 დეკემბერს, აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2020”ჩატარდება.
პროექტს პარტნიორობას უწევს საქართველოს ახალგზარდა დიპლომატთა კავშირი და ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტი.
კონფერენცია გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის 20 წლისთავს ეძღვნება და მიზნად ისახავს ქალების როლის ზრდის ხელშეწყობას თავდაცვის სექტორში.
ამ მიზნით, თბილისის ამერიკული კუთხე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს პლატფორმას, სადაც მათ შეეძლებათ სიტყვით გამოვიდნენ მაღალი რანგის დიპლომატებთან და პროფესიონალებთან ერთად. საორგანიზაციო გუნდი შეარჩევს სიტყვით გამომსველებს შემდეგ თემებზე:
აღნიშნულ პანელებზე სიტყვით გამომსვლელთა აპლიკაციების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 2020 წლის 25 ნოემბრამდე. აპლიკაციების გამოგზავნა შეუძლიათ ბაკალვრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, რომელთა ასაკიც არ აღემატება 25 წელს.
შერჩეული პანელისტები გაივლიან გადამზადებას საჯარო გამოსვლის დაწერასა და მომზადებაში. მათ საშუალება ექნებათ მოამზადონ ათწუთიანი სიტყვა/პრეზენტაცია სასურველი თემატიკის გარშემო, პროფესიონალ ტრენერებთან ერთად.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:
აპლიკაციის ბმული: https://cutt.ly/5gS4AfZ
ოფიცილაური განცხადების ბმული: https://cutt.ly/cgDFWOa
თბილისის ამერიკული კუთხის ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/AmericanCornerTbilisi
ცნობისათვის: თბილისის ამერიკული კუთხე გახლავთ აშშ-ს საელჩოსთან აფილირებული დაწესებულება, რომელიც 2006 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის “ამერიკული სივრცეების” პროექტის ფარგლებში დაარსდა.
აშშ-ს მთავრობის საჯარო დიპლომატიის პრიორიტეტების გათვალისწინებით, თბილისის ამერიკული კუთხე მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მეშვეობით გააღრმაოს პარტნიორული კავშირი აშშ-სა და საქართველოს შორის. “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოები” ერთ-ერთი ასეთ პროექტთაგანი გახლავთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.