23-26 ივლისს საერთაშორისო კონფერენცია - “წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები” გაიმართება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სასკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრი 2020 წლის 23-26 ივლისს ქ. თბილისში გეგმავს მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციას - “წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები”, რომელიც ეძღვნება აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.
შესაბამისი მიმართულებებით დაინტერესებულ დეპარტამენტებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და სამეცნიერო სტატიები დანართში მითითებული პირობების შესაბამისად წარმოადგინონ.
სტატიის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 მაისი.
საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო შრომათა კრებულში სტატიების გამოქვეყნების პირობები
საერთაშორისო კონფერენციის დანიშნულებაა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ მოპოვებული ახალი მიღწევების, გამოკვლევათა მასალებისა და შედეგების ურთიერთგაზიარება და გამოქვეყნება.
კონფერენციის კრებულში შესაძლებელია გამოქვეყნდეს შემდეგი სამეცნიერო მიმართულების სტატიები:
კრებულში გამოსაქვეყნებელმა სტატიებმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
1. სტატია შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე;
2. ინსტიტუტში შემოსულ სტატიას უნდა დაერთოს იმ დაწესებულების მიმართვა, სადაც ნაშრომი იქნა შესრულებული;
3. სტატია მიიღება ელექტრონული ვერსიის სახით შემდეგ მისამართზე: gwmi1929@gmail.com. ecocenter1985@gmail.com. ფურცლის ფორმატი - A4, ინტერვალი - 1,5 და შრიფტი - 12, მინდორი 25 მმ ფურცლის ოთხივე მხარეზე; სტატია შესრულებული უნდა იყოს DOC ფაილის სახით (MS Word), ჩაწერილი CD-R დისკზე. ინგლისური ტექსტისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს შრიფტი - Times New Roman; ნახაზების ან ფოტოების კომპიუტერული ვარიანტი - JPG ან TIF ფორმატში გარჩევადობით 200-300 dpi;
4. სტატია შედგენილ უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით:
5. გამოყენებული ლიტერატურა წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი თანმიმდევრობით: ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, შრომის დასახელება, კრებულის ან ჟურნალის დასახელება და ნომერი, გამოცემის ადგილი (ქალაქი), წელი, გვერდები. გამოყენებული ლიტერატურის თანმიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს სტატიის ტექსტში მითითებულ ციტირებას;
6. გამოსაქვეყნებლად დაწუნებული სტატიები ავტორებს არ უბრუნდება.