28 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახ. დარბაზში, სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება გაიმართა.
კონფერენციის გახსნას დაესწრნენ და მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი რატი გურგენიძე, ახალგაზრდა მეცნიერთა საქმიანობის კოორდინატორი გიორგი მადუაშვილი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობენ სტუ-ის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. კონფერენციის მუშაობა 64 დარგობრივ სექციაში, შესაბამის ფაკულტეტებსა და დეპარტამენტებში წარიმართება.
კონფერენციის მსვლელობის პროცესში, თითოეულ სექციაში გამოვლინდება 9 გამარჯვებული სტუდენტი - I, II და III ადგილის მფლობელი - სწავლების სამივე საფეხურის შესაბამისად.
სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ყველა მონაწილის თეზისი სპეციალურ კრებულში გამოქვეყნდება. მონაწილეებს გადაეცემათ სიგელები, გამარჯვებულები კი შესაბამისი კატეგორიის დიპლომით დაჯილდოვდებიან.
გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანების ინიციატივით, გამარჯვებული სტუდენტები სხვადასხვა სახის ფულადი ჯილდოებით წახალისდებიან.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უწევს სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა.
სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა 2019 წლის 22 ივნისს დასრულდება. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით გრძელდება.
სტუ-ს 87-ე სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციების ჟიურის სამუშაო ინსტრუქცია, დანართები და ოქმი
სტუ-ს 87-ე სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თითოეული სექციის ჟიური ხელმძღვანელობს შემდეგი ინსტრუქციით:
კონფერენციის შესაბამისი სექციის ჩატარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, დანართი #2 სწავლების საფეხურების მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), დანართი #3 და სხდომის ოქმი თითო-თითო ეგზემპლარად (შესაბამისი ხელმოწერებით) წარმოდგენილ უნდა იქნას სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთ.#242ბ; ტელ.: 2365351; შიდა - 6820).
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკონფერენციო ნაშრომის ხელმძღვანელი ამავდროულად არის ჟიურის წევრი, იგი არ აფსებს მისი ხელმძღვანელობით წარმოდგენილ მომხსნენებელს. ამ ნაშრომთან/მომხსენებელთან მიმართებაში მისი შეფასების ნაცვლად დაფიქსირდება დანარჩენი ჟიურის წევრების შეფასების ჯამური საშუალო არითმეტიკული.
შემაჯამებელი ოქმი