2019 წლის 29-30 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: გიორგი ნიკოლაძის სახ. საკონფერენციო დარბაზი, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი
მონაწილეთა რეგისტრაცია: 09:00 – 10:00
კონფერენციის დასაწყისი: 10:00
კონფერენციას გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი.
კონფერენცია ეძღვნება გეოლოგიის, სამთო საქმისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასებისა და გადაწყვეტის ღონისძიებებს, კერძოდ: