11-02-2019
2019 წლის 9-13 სექტემბერს ოდესის საზღვაო აკადემიაში (უკრაინა) ჩატარდება XХIV საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური კონფერენცია თემაზე: “ავტომატიზებული ელექტრომოწყობილობების პრობლემები. თეორია და პრაქტიკა”. კონფერენცია ეძღვნება ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის „ოდესის საზღვაო აკადემიის“ დაარსების 75-ე წლისთავს.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან:
- უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (უკრაინა)
- უკრაინის ინჟინერ-ელექტრიკოსების ასოციაცია (უკრაინა)
- ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
- ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (უკრაინა)
- უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ელექტროდინამიკის ინსტიტუტი (უკრაინა)
- უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო საბჭო (უკრაინა)
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საქართველო)
- მაგდებურგის ფრაუნჰოფერის ინსტიტუტი (გერმანია)
- მაგდებურგის ოტო ფონ გერიკის უნივერსიტეტი (გერმანია)
კონფერენციის თემატური მიმართულებებია:
სექცია1. ავტომატიზებული ელექტრომოწყობილობების თეორია
სექცია 2. გემთმშენებელი და სამრეწველო ელექტრომოწყობილობების თანამედროვე სისტემები
სექცია 3. ავტომატიზაცია, მოდელირება და ოპტიმიზაციის მეთოდები
სექცია 4. ნეიტრონული ქსელები, გენეტიკური ალგორითმები და ფაზი-ლოგიკა ელექტრომექანიკაში.
სექცია 5. დიაგნოსტიკა ელექტრომექანიკურ სისტემებში.
სექცია 6. სპეციალისტების მომზადება შემდეგი პროფილებით: ელექტროენერგეტიკა, ელექტროტექნიკა და ელექტრომექანიკა
კონფერენციის სამუშაო ენებია: უკრაინული, რუსული, ინგლისური, გერმანული
საკონფერენციო მასალების ელექტრონული ფორმით წარდგენის ბოლო ვადაა 01.06.2019
კონფერენციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის იხილეთ ღონისძიების ვებგვერდი.