13-12-2018
2018 წლის 18-19 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია: “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“.
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება, ძირითადად, შემდეგი მიმართულებებით:
- “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ისტორიული და ეკონომიკური ასპექტები
- თანამედროვე პროცესები ჩინეთის საზოგადოებაში
- საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები: პრობლემები და პერსპექტივები
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ჩინური, ინგლისური და რუსული.
მოთხოვნები კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით:
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური წრის არმომადგენლებს და დოქტორანტებს, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; მაგისტრატურის სტუდენტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესორის ხელმძღვანელობით;
- კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა გააგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის თეზისები, ქართულ და ინგლისურ ენებზე (მაქსიმუმ 2 გვერდი), 2018 წლის 5 დეკემბრამდე.
- საკონფერენციო ნაშრომი ქართულ ან ინგლისურ ენაზე უნდა გაიგზავნოს 2018 წლის 12 დეკემბრამდე;
- ნაშრომი შეიძლება იყოს შესრულებული ერთი ან ორი ადამიანის მიერ;
- თეზისები და ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნების დაცვით;
- ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი - Sylfaen (ქართ.) და Sylfaen (ლათ.);
- ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 11, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა - 9;
- სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული ყოველი გვერდის ბოლოს;
- ნაშრომს უნდა დაერთოს გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა;
- ინტერვალი - 1.1, გვერდების საზღვრები - 1.9 კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სათანადო სერტიფიკატები.
თეზისები და ნაშრომები უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: law@gtu.ge
ტელ.: 598 33 22 05