საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მეცნიერების დეპარტამენტი

სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის შესახებ


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის შესახებ

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ა.წ. 28 ოქტომბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ფაკულტეტების მიერ 2018 – 2019 წწ. შესრულებული სამეცნიერო სამუშაოების ანგარიშების მოსმენები, რომლებიც ჩატარდა როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისე ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკისა და წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში.

მიზანი გახლდათ მეცნიერი-თანამშრომელთა ფართო აუდიტორიისთვის უნივერსტიტეტში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გაცნობა და მომავლისთვის საერთო პროექტების განხორციელება. ზოგადად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ფაკულტეტების მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო სამუშაოები და თემები ხასიათდებოდა უაღრესად თანამედროვე დონით და გამოყენებითი მიმართულებებით, მათ შორის აღსანიშნავია სამშენებლო ფაკულტეტის, ასევე სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მასალათმცოდნეობის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების და ვ. ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის, წყალთა მეურნეობისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტების და სხვათა სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია. განსაკუთრებით ყურადსაღებია საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორ ნოდარ ჭითანავასა და სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ დავით გურგენიძის მოხსენებები, სადაც განხილული იყო დარგში არსებული პრობლემების ღრმა ანალიზი და მათი გადაწყვეტის გზები.

ჩატარებულმა ღონისძიებამ გამოავლინა ისეთ პრობლემები, რომლებიც შესაძლებელია ჩაითვალოს სამეცნიერო სამუშაოების წარმატებით განხორციელების ხელის შემშლელ პირობებად, რომელთა შორის აღსანიშნავია:

1. ინფორმაციის სიმწირე სტუ-ის სტრუქტურებში შემავალი სამეცნიერო ერთეულების მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ, რომლებთაც აქვთ ერთმანეთთან შეხების ან გადაკვეთის წერტილები და, შესაბამისად მოითხოვს წარმოდგენილ თემებთან გუნდური მუშაობის პრინციპით მიდგომას.

2. სტუ-ში არსებული სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო ძვირად ღირებული ხელსაწყოების არსებობის შესახებ ინფორმაციის არასაკმარისობა, რაც იწვევს ამ ხელსაწყოების ძებნით გამოწვეულ დროის კარგვას და, შესაბამისად სამეცნიერო სამუშაოების შეფერხებას.

ზემოაღნიშნულის გამოსასწორებლად საჭიროა უმოკლეს ვადაში შეიქმნას სტუ-ში არსებული სამეცნიერო საჭიროებისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების, ჩარხებისა და სხვა დანადგარების მონაცემთა ბაზა.

3. ღონისძიების წარმართვისას გამოიკვეთა ზოგიერთი ფაკულტეტის არასაკმარისი აქტივობა და ყურადღება სტუ-ში ჩატარებული სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოების მოსმენის მიმართ.

დასკვნის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურებში მიმდინარე და შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების უმეტესობა მიძღვნილია თანამედროვე, აქტუალური პრობლემების გადასაწყვეტად და მათი უმრავლესობა ატარებს გამოყენებით ხასიათს, რომელთა დანერგვა დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ეროვნულ მეურნეობას და ქვეყნის ეკონომიკას.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი

   

          ფაკულტეტის დეკანი                                     პროფესორი გიორგი ყალიბეგაშვილი

   პროფესორი დავით გურგენიძე


   

            პროფესორი ალექსანდრე                              პროფესორი არჩილ ჩიქოვანი

           ბაგრატიონ-დავითაშვილი 


                       

        პროფესორი თამაზ ბაციკაძე                                  პროფესორი ნუგზარ რურუა


   

    პროფესორი ელინა ქრისტესიაშვილი                  პროფესორი მირიან კუბლაშვილი


   

          პროფესორი ლია კახიანი                                 პროფესორი მიხეილ შილაკაძე


საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი



სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი ნოდარ ჭითანავა


ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი


   

           პროფესორი ლევან იმნაიშვილი                      პროფესორი თამარ ლომინაძე


ბიოტექნოლოგიის ცენტრი


ცენტრის დირექტორი მაია კუხალეიშვილი


არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი


              ინსტიტუტის დირექტორი ნუგზარ ყავლაშვილი


ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი

პროფესორი ნაზი კუციავა


სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი


ცენტრის დირექტორი გიორგი კობახიძე


არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი


ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ნინო იმნაძე


ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი


ინსტიტუტის დირექტორი ვახტანგ კვარაცხელია და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი დავით თავხელიძე