აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს. აშშ-ის მთავრობის ინიცირებით პროგრამა 1994 წელს შეიქმნა და იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფ აშშ-ის საელჩოებს ადგილობრივი დემოკრატიული ინიციატივების დაფინანსების საშუალებას აძლევს