ღია სემინარი
“თხევადი კრისტალები და მათი გამოყენება თანამედროვე საინფორმაციო სისტემებში”
4 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახ. მცირე სააქტო დარბაზში გაიხსნა კიბერნეტიკის ინსტიტუტის ღია სემინარი თემაზე: “თხევადი კრისტალები და მათი გამოყენება თანამედროვე საინფორმაციო სისტემებში”. კონფერენცია გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ ზურაბ გასიტაშვილმა.
სემინარზე კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა გია პეტრიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია “თხევადი კრისტალები და მათი გამოყენება თანამედროვე საინფორმაციო სისტემებში” .