18-06-2012
სტუ-ში “სტუდენტური სერვისცენტრის” პრეზენტაცია გაიმართა
15 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “სტუდენტური სერვისცენტრის” პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სფერო მორალურად მოძველებული და მწყობრიდან გამოსული კომპიუტერული ტექნიკის გაახლებისა და მეორეული ნივთების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამუშაოში სტუდენტების აქტიური ჩართვაა.
პრეზენტაცია წარმოადგინეს სტუდენტებმა: გვანცა ლომაიამ (ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, სახელმწიფო და ადმინისტრაციული სამართალი, მაგისტრატურა, 1-ლი კურსი), მიხეილ ბუჩუკურმა (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, მე-3 კურსი), თორნიკე ყიფშიძემ, მამუკა ბარათაშვილმა (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, მე-3 კურსი), გიორგი კუჭავამ, გივი შაფაქიძემ, კობა ვასაძემ, ლერი არველაძემ, იური სტოროჟენკომ (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი).
გარდა ამისა, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტისა (UCLA) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტი − ლაბორატორიული სამუშაოები ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციის სპეციალობების სტუდენტებისთვის. მომხსენებლები, ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის სტუდენტები: გიორგი ფეტელავა, კოტე ბეგიაშვილი, ხელმძღვანელი - პროფესორი ჯემალ ბერიძე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციური საქმიანობის სამსახური “ერთად” და სტუდენტური თვითმმართველობა.
სიახლეებში დაბრუნება