2012 წლის 1ივნისს, პირველად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ონლაინ რეჟიმში ჩატარდა მიხეილ ქანთარიას დისერტაციის დაცვა (სამეცნიერო ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ალექსანდრე ედიბერიძე).
სადისერტაციო ნაშრომის თემას წარმოადგენდა „რთულ სისტემებში ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკურ–მათემატიკური მეთოდების გამოყენება“.
დისერტაციის დაცვისას განხილული იყო მართვის ზოგადი თეორიის, არამკაფიო ლოგიკის და გენეტიკური ალგორითმების მეთოდების როგორც თეორიული ასპექტები ისე პრაქტიკული გადაწყვეტილებები.
დისერტაციის საჯარო დაცვას, რომელიც ჩატარდა ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, ესწრებოდა სადოქტორო საბჭოს სპეციალიზირებული კოლეგია სრული შემადგენლობით, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი ლ. კლიმიაშვილი, ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რ. ქუთათელაძე და ამავე ფაკულტეტის მრავალი სტუდენტი. პირდაპირი ეთერის გადაცემის დროს დაცვას თვალყურს ადევნებდა მრავალი ინტერნეტ-მაყურებელი.
დისერტაციის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი შესაძლებელია იხილოთ ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების საიტზე – http://bit.gtu.ge.