28-06-2018
29 ივნისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება კონფერენცია „IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი: საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი“.
აღნიშნული კონფერენციით შეჯამდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის - „ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ერთიანი მოდელის დანერგვა საქართველოს რეგიონებში და მათ ბაზაზე საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დაფუძნება“ - მიღწევები და შედეგები.
პროფესიული განათლების სისტემისა და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ქეთევან ნატრიაშვილი; სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, MCA/MCC-ის, პარტნიორი კოლეჯებისა და IT დამსაქმებელთა საბჭოს წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები:
1. გაფორმდება მემორანდუმი IT პროფესიულ-საგანმანათლებლო ქსელსა და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას შორის;
2. შედგება სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია;
3. ჩატარდება ინფორმაციის ტექნოლოგიების მასწავლებელთა პრაქტიკული სემინარი (ვორკშოპი).
კონფერენცია 10:00 სთ. დაიწყება.
სიახლეებში დაბრუნება