პრეზენტაცია
25 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო ორგანიზაციის "Euromonitor Internatiuonal Ltd" მონაცემთა ბაზებსა და სერვისებს.
პრეზენტაცია ჩაატარა აღნიშნული ორგანიზაციის კლიენტების მოზიდვის მენეჯერი ცენტრალურ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ქალბატონი ეკატერინა ბონდარენკო.
აღსანიშნავია, რომ მოცემული კომპანიის მონაცემთა ბაზა Passport GMID და სერვისი ითვალისწინებს გლობალურ სტრატეგიულ ინოვაციურ კვლევით რესურსებში ბაზრების, ქვეყნებისა და მომხმარებლების შესახებ მონაცემებსა და მათ დეტლურ ანალიზს და ასევე, საკონსულტაციო მომსახურებას ნებისმიერ დარგში.