ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტვისგანათლებისა და მეცნიერების მინისტრიეწვია
21 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გინტარას სტეპანავიჩუსი ეწვია.
ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციის წევრებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და გეგმები სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით.